ჩემპიონშიფის მე-10 ტური გაიმართა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „სანდერლენდთან“ დამარცხდა – 0:2.
ქართველი ფეხბურთელი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, გიორგი 65-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ თავის გუნდში სხვადასხვა ანალიტიკური საიტისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
„უოტფორდმა“ კი ზედიზედ მესამედ წააგო და 9 ქულით 21-ე ადგილზეა.
7 ოქტომბერს „კარდიფს“ ესტუმრება.
სანდერლენდი – უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ჰაგინსი (43), 2:0 ბა (62)
გაძევება: ენდრიუსი (87, უოტფორდი)
GIPHY App Key not set. Please check settings