in

ჩაკვე შეცვლაზე შევიდა და შანსი ვერ გამოიყენა: უოტფორდმა ისევ ფრედ ითამაშა

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ინგლისის ჩემპიონშიპის 29-ე ტურში სტუმრად „ბლექბერნს“ შეხვდა და ზედიზედ მეორედ ფრედ ითამაშა – 1:1.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 42-ე წუთზე ტრავმირებული როკო ვატას ნაცვლად შევიდა.

გიორგიმ 56-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

შეფასებები: sofascore – 7.1, flashscore – 6.7, whoscored – 6.6.

ბლექბერნი – უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 კაიემბე (26), 1:1 მილერი (28)

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 43 ქულით მე-8 ადგილზეა და 31 იანვარს „სუონსის“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ რეალთან ითამაშა და დაბალი შეფასებები მიიღო: მადრიდმა მოიგო

ფროზინონემ კვერნაძის ლამაზი გოლით მოიგო: გიორგი MVP გახდა