საქართველოს ნაკრებისა და “სლოვანის” შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შედის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.
ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გასვლაზე “მიხალოვცესთან” მატჩში საგოლე გადაცემა იურაი კუცკას მიაწოდა, სლოვაკმა შეაგდო და ბრატისლაველებმა 1:0 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემას, ის გუშინდელ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საუკეთესო იყო.
ის ვლადიმერ ვაისმა 86-ე წუთზე შეცვალა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშიამ კი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო შეხვედრაში.
“სლოვანს” 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ “ტრნავას” 4 ქულითუსწრებს.
GIPHY App Key not set. Please check settings