გუშინ, ევროპის კონფერენს ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და თავი ქართველმა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს. თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისმა” ესტონუ “ფლორას” ესტუმრა და 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “ანორთოსისის” რიგებში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა და პირველ ტაიმში საგოლე პასი მიითვალა ნიკა კაჭარავამ.
ამავე ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლა და ფრე 1:1 ითამაშა. “ბუფალო” საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა და ის, რომ ბელგიელებმა მატჩის გადარჩენა მოახერხეს დიდწილად, სწორედ ქართველი შემტევის დამსახურებაა. ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, 80-ე წუთზე ტარიკ ტისუდალის გენიალური პასი გაუკეთა და გაატანინა. ამ მატჩის შემდეგ, “გენტმა” 10 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.
ბრატისლავას “სლოვანმა” გიბრალტარის “ლინკოლნი” 4:1 გაანადგურა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშემ. კაშიამ აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა.
ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” “პაოკი” 2:1 დაამარცხა. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings