ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდი“ შინ „სუონსის“ შეხვდა და 1:1 ითამაშა.
გიორგი ჩაკვეტაძე (წინა ტური„მილუოლთან“ მატჩი მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა) ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 43-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 45+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი მისი პასით რაიან პორტეუსმა ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ძალიან აქტიური იყო და მუდმივად ცდილობდა თამაშის გამწვავებას, ცვლიდა ფლანგებს და ცენტრიდანაც უტევდა.
ჩაკვეტაძის თამაში მაღალი ქულებით შეაფასეს: Flashscore – 8.1 (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), Whoscored – 8.0, Sofascore – 8.0.
ჩვენიანის თამაში კლუბის საიტმაც აღნიშნა და დაწერს, რომ საუკეთესო ის იყო.
უოტფორდი – სუონსი 1:1
გოლები: 0:1 ენდრიუსი (44, საკ. კარში), 1:1 პორტეუსი (57)
„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 9 მარტს „ქოვენტრის“ უმასპინძლებს.
BBC-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი, შესაძლოა გაათავისუფლონ, რადგან „უოტფორდმა“ ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 6 ქულა აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings