in

ჩაკვე ფანტასტიკურად ათამაშდა, ქოჩორამ გოლი გაიტანა, ჩვენები პორტუგალიაში თამაშობენ – ლეგიონერები

სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, ჩემპიონატის მორიგი მატჩში მეორეადგილოსან კონკურენტ „დუნაისკა სტრედას“ სტუმრად შეხვდა და ფრედ ითამაშა – 1:1.
სამივე ქართველი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (52-ე წუთზე ყვითელი მიიღო) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო. კანკავა 90+3-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია ჩაკვეტაძის კარგი თამაში. თავისი გუნდის შეტევებს გიორგი წარმართავდა და ადგილობრივმა გამოცემებმა აღნიშნეს, რომ ფანტასტიკურად თამაშობდა. სწორედ ჩაკვეს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გაათანაბრა კუცკამ ანგარიში. ბოლოს ჩაკვეტაძემ კუცკას ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა პასი, მაგრამ მან მიზანს ვერ მიაღწია.
ბრატისლაველები 19 ტურის შემდეგ 42 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეტოქესთან 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ორმა ქართველმა ითამაშა.
გიორგი აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს” შემადგენლობაში სრულად ითამაშა „ფამალიკაოსთან“ გასვლით შეხვედრაში. ჩვენიანი გააფრთხილეს. ქართველის გუნდმა 51-ე წუთზე 1:0 გაიმარჯვა.

გიორგი მაკარიძე „მარიტიმუს” კარში დგას. 32 წლის მეკარემ შეუცვლელად ითამაშა „ბრაგასთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.

20 ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტე“ 22 ქულით მე-13 ადგილზეაა, „მარიტიმუ“ კი (13) კი მე-17 ადგილზე დარჩა.

ესპანეთში, პრიმერა RFEF-ის II ჯგუფის მატჩში თავი გამოიჩნა „კასტელიონის“ ქართველმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ელდენსესთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში. ჩვენიანმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა. გიორგი ორი წუთის შესული იყო მოედანზე, როცა 65-ე წუთზე კარის წინ დროულად გაიხსნა და თავისიანებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას 22: 22-ე ტურის მატჩში 22 წლის ბიჭის გოლი 22-ე წუთზე

ხარჯავენ და ხარჯავენ… ჩელსი და სხვა მინუსებში ჩარჩენილი გუნდები