გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
მეორე ტაიმში ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო. ჩვენიანს პირდაპირ კუთხურიდან ორჯერ შეეძლო გატანა. ერთხელ მეკარემ იყოჩაღა, მეორედ შორეულ ძელთან მდგომმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.
ყველა შეტევის ორგანიზატორი ქართველი იყო, პარტნიორებს არაერთი შანსი შეუქმნა. მისი პასებით თანაგუნდელებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, ერთხელ კი მისი დარტყმული მეკარემ გაჭირვებით მოიგერია.
ჩემპიონშიფის მე-15 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ოქსფორდს“ 1:0 მოუგო.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა: შექმნილი შანსი – 3 (ყველაზე მეტი); ჩაწოდება – 9 (ყველაზე მეტი); დრიბლინგი – 9 (ყველაზე მეტი); ზუსტი პასი მეტოქის ნახევრის მესამედში – 13 (ყველაზე მეტი); მიზანში დარტყმა – 2 (მეორე შედეგი); ბურთთან შეხება – 59; პასების სიზუსტე – 83%.
შეფასებები: Flashscore – 7.7; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.2.
უოტფორდი – ოქსფორდი 1:0
გოლი: ბაიო (54)
„უოტფორდი“ 25 ქულით მე-4 ადგილზეა და 23 ნოემბერს სტუმრად „პლიმუთს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings