ბელგიურმა გამოცემა walfoot-მა წერილი გამოაქვეყნა გიორგი ჩაკვეტაძეზე. ავტორი განიხილავს ვარიანტს – არის თუ არა შანსი, რომ ქართველი მოთამაშე „გენტში“ დაბრუნდეს.
„დაბრუნდება ტრავმებისგან განკურნებული ჩაკვეტაძე „გენტში?“
ბოლო თვეებში ევროპულმა ფეხბურთმა „ნაპოლის“ ქართველი საოცრება ხვიჩა კვარაცხელია აღმოაჩინა. ის პირველივე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ქართველი ტალანტი ბელგიურ ფეხბურთშიც იყო – 23 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გულშემატკივრები „გენტში“ თამაშით მოხიბლა. სწორედ მაშინ, როდესაც უნდა გაებრწყინა, სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო და თითქმის ორი სეზონი გაუცდა. ახლა ის ტრავმებისგან განიკურნა და 23 წლის ასაკში ისევ „აფეთქდა“.
მისცემს თუ არა ვანჰაზებრუკი შანსს?
როდესაც გიორგი ჩაკვეტაძემ 2017 წელს 17 წლის ასაკში „გენტთნ“ კონტრაქტი გააფორმა, იგი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედად ითვლებოდა. თუმცა, „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი არ არის მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ქართველმა განსაკუთრებით 2018-19 წლებში (31 თამაში, 6 გოლი, 9 საგოლე პასი), ივ ვანდერჰაგის მწვრთნელობის დროს გაიბრწყინა.
ჩაკვეტაძე უკვე ორი წელია, იჯარით სხვადასხვა გუნდში თამაშობს. მან ბოლო სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ ჩაატარა, სადაც ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი (15 თამაში, 7 გოლი) რამდენიმე წლის წინ ცხრა მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი ფასი მხოლოდ 2.2 მილიონია. შესაძლოა, ჩაკვეტაძე თავისუფალი აგენტი გახდეს, ამ შემთხვევაში მის გაფორმებას „სლოვანი“ შეეცდება. გიორგის შეძენით ვენის „რაპიდი“ და შოტლანდიური „აბერდინიცაა“ დაინტერესებული. საინტერესოა, გაიხსენებს რომელიმე ბელგიური კლუბი ქართველის თამაშს და ეცდება მის დამატებას?“ – წერია ბელგიურ გამოცემაში.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings