in

ჩაკვე დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა: ამასობაში მისი მწვრთნელი გაუშვეს

ცუდი ამბავი ინგლისიდან: ამ გადამწყვეტი სანაკრებო მატჩების წინ დაშავდა გიორგი ჩაკვეტაძე. ახლა მთავარი ტრავმის სიმძიმეა. არადა, გიორგიმ წინა ტურში საუკეთესოდ ითამაშა. ლუქსემბურგთან არც კვარაცხელია იქნება და ჩაკვეტაძის გამოკლება ძალიან დიდი დარტყმა იქნება.

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ქოვენტრის“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ჩაკვეტაძე ძირითადში იყო. პირველი ტაიმის ბოლოს, 44 წუთზე, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს „მილუოლთან“ შეხვედრაც გამოტოვა.

გიორგის სტადიონი არ დაუტოვებია. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და გულშემატკივრებსგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: sofascore – 6.9, whoscored – 6.4, flashscore – 6.2.

მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძეზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა გააკეთა:
„ჩაკვეტაძის ეპიზოდის შესახებ არბიტრმა თქვა, რომ ვერ დაინახა და ბოდიში მოიხადა. გიორგის ფეხი ძალიან სტკივა, მაგრამ სიარული შეუძლია. მსაჯების უპირველესი მოვალეობა ფეხბურთელების დაცვაა“.

სამწუხაროდ, ისმაელი აწი კომენტარს ვეღარ გააკეთებს ხოლმე.
ამ მარცხის შემდეგ, მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტეს:
„უოტფორდი“ მადლობას უხდის ისმაელს თანამშრომლობისა და საქმისადმი ერთგულებისათვის, თუმცა კლუბის მმართველობას მიაჩნია, რომ ახლა ცვლილებებისთვის დროა”, – დაწერა კლუბმა.

ისმაელს დროებით 34 წლის ტომ კლევერლი შეცვლის.

უოტფორდი – კოვენტრი 1:2
გოლები: 1:0 პორტეუსი (20), 1:1 რაიტი (40, პენ), 1:2 რაიტი (72)

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 16 მარტს გასვლაზე „ბირმინგემს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა გადადგა: სწორ დროს მივდივარ

ბორდომ აუტსაიდერს ვერ მოუგო, დავითაშვილმა სრულად ითამაშა