გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ 32-ე ტურში ჩემპიონშიპის ლიდერს, „ლიდსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 6.6, whoscored – 6.4, flashscore – 6.3.
უოტფორდი – ლიდსი 0:4
გოლები: 0:1 ჯეიმსი (20), 0:2 ჯეიმსი (28), 0:3 სოლომონი (35), 0:4 პირუ (62)
32 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 42 ქულით მე-13 ადგილზე დაქვეითდა, თუმცა პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი გუნდების ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
„უოტფორდი“ 15 თებერვალს სტუმრად „მიდლსბროს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings