გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „უოტფორდს“ „ბირმინგემთან“ რთულ შეხვედრაში დაეხმარა – 1:0.
შეგახსენებთ, გიორგი წინა ტურში, „ქოვენთრისთან“ დაშავდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „უოტფორდის“ ახალმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ჩვენიანი ძირითადში დააყენა.
ჩაკვეტაძემ 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 79-ე წუთზე კი შეცვალეს.
გიორგის შეფასებებია: flashscore – 6.8, sofascore – 6.6, whoscored – 6.4.
ბირმინგემი – უოტფორდი 0:1
გოლი: დენისი (44)
„უოტფორდმა“ 48 ქულა დააგროვა და 38 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.
30 მარტს შინ „ლიდსს“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings