ქართველების „უოტფორდი” ჩემპიონშიფის 26-ე ტურში სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ „ჰალს“ შეხვდა და ქულა აიღო – 0:0.
ხავი გრასიას ნაცვლად დროებითმა მწვრთნელმა ჩარლი დენიელსმა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში დააყენა. ქართველ ნახევარმცველს კარგი მატჩი ჰქონდა. დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევის გამწვავებასაც ცდილობდა. ერთი ლამაზი ეპიზოდიც შემოგვთავაზა. მარჯვენა ფეხიდან მეურვე ფინტით მოიშორა, მარცხენა ფეხით შორიდან მაღალი ბურთი დაარტყა და მეტოქის მეკარემ ნახტომში გაჭირვებით მოიგერია.
მეორე ტაიმში კი სწორედ გიორგის პასით შეიძლებოდა გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ “ჰალი” სასწაულით გადარჩა.
შეცვალეს 75-ე წუთზე.
ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore – 7.4; Sofascore – 7.0; Whoscored – 7.1.

ახალწვეული საბა გოგლიჩიძე განაცხადში არ ყოფილა. მან ახალ გუნდში გუშინ პირველად ივარჯიშა.
„უოტფორდი“ 44 ქულით მე-8 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 7 თებერვალს სტუმრად „საუთჰემპტონს“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings