in

ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და შეცვალეს… ტრავმის გამო

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ… ტრავმის გამო შეცვალეს.

ჩემპიონშიფის მე-19 ტურში, „ნორვიჩთან“ საშინაო მატჩში (3:2), „უოტფორდის“ მწვრთნელმა ხავი გრასიამ ქართველი თავიდანვე შეუშვა, მაგრამ 38-ე წუთზე მისი შეცვლა მოუწია.

სამწუხაროდ, 33-ე წუთზე მეკარესთან შეჯახების შემდეგ ჩაკვეტაძემ მუხლი იტკინა და მოედნის დატოვება მოუხდა.
მან მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია სერიოზულად არ დაშავებულა.

უოტფორდი – ნორვიჩი 3:2
გოლები: 0:1 სარჯენტი (11), 1:1 კერუმგორი (33), 1:2 შვარტაუ (45), 2:2 კერუმგორი (61), 3:2 ინსი (78)

„უოტფორდმა“ კი „ნორვიჩს“ თამაში შემოუტრიალა, 27 ქულით ჯერჯერობით მე-10 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 ქულა აშორებს და 9 დეკემბერს „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს, რომელსაც დიდი ალბათობით ჩაკვეტაძე გამოტოვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ თავზე გადაუგდო: ვილიარეალმა ქართველის ლამაზი გოლით მოიგო

მესიმ MLS-იც დაიპყრო: ლეომ ინტერს სანუკვარი ჩემპიონობა მოუტანა