in

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა და საგოლე შეტევა წამოიწყო

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ ისევ ითამაშა და ტრავმის შემდეგ მეორე მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი მე-18 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ბირმინგემთან“ დამარცხდა – 1:2.

თავიდან თადარიგში იყო და შეცვალზე შევიდა, 59-ე წუთზე, 0:2-ზე.

ჩაკვეტაძემ ორ წუთში საგოლე შეტევა წამოიწყო, მარცხენა ფლანგზე ბურთი ბოლას გადააწოდა, რომლის პასით მაამამ სხვაობა შეამცირა.

ბირმინგემი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 სენგ-ჰო (31), 2:0 გრეი (43), 2:1 მაამა (61)

„უოტფროდი“ 24 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფის ზონას 5 ქულა აშორებს და 6 დეკემბერს „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია მოლოდინს ვერ ამართლებს… რას წერენ ხვიჩაზე

ქეცბაია ანორთოსისში გუგეშაშვილის წაყვანას ცდილობს