in

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, უოტფორდმა თასზე პრემიერლიგელთან წააგო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში პრემიერლიგის წარმომადგენელ „ფულჰემთან“ 1:4 დამარცხდა და გავარდა.

ქართველი ნახევარმცველი თადარიგში დარჩა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე შევიდა.

ზოგადად მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა, რადგან გუნდს ჩემპიონშიფში მჭიდრო კალენდარი აქვს.

ფულჰემი – უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 მუნისი (26), 1:1 ვატა (33), 2:1 ხიმენესი (49, პენ), 3:1 ანდერსენი (65), 4:1 კასტანი (85)

„უოტფორდი“ ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 იანვარს „კარდიფთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილი სალერნიტანაში გადადის

არა მარტო პსჟ: მანჩესტერი და ჩელსი, ლივერპულიც…