in

ჩაკვეტაძე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი დაბრუნება ძალიან მიხარია

„პრესტონთან“ მოპოვებული ქულით (1:1) უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა – ამის შესახებ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ sky sports-თან განაცხადა.

„ჩემპიონშიფის ხუთ მატჩში დაუმარცხებლები ვართ, მაგრამ „დერბი ქაუნთისთან“ გასვლითი გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მეორედ მოგება შეგვეძლო.

თუმცა ერთი დადებითი მოვლენა გიორგი ჩაკვეტაძის სათადარიგოთა სკამზე გამოჩენა იყო. ქართველმა ფეხბურთელმა აპრილში მიღებული ტრავმის და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

როდესაც გიორგი გუნდის განაცხადში შევიყვანე, ვიცოდი, რომ მხოლოდ 15-20 წუთით დაგვეხმარებოდა. ის ჯერ მეტი დროით თამაშისთვის მზად არ არის. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დრო სჭირდება. მას დიდი მოთმინება და შრომა დასჭირდება. მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩაკვეტაძე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი დაბრუნება ძალიან მიხარია“, – თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია საუკეთესოა: გოლი და მოგება – როგორ ითამაშეს ჩვენება ევროტურნირებზე

წაგების მიზეზი ერთი არ არის: უკეთაც შეგვიძლია – ჯიკიჩი