გუშინ, უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და პლეი-ოფის წყვილებიც გაირკვა. ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმაც.
312-დღიანი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე. ბელგიურმა “გენტმა” ლატვიურ “რფს” განმეორებითი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო (პირველი მატჩი 2:2). “ბუფალოს” რიგებში 63-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი ჩაკვეტაძე.
დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” “პარკენ გარდენზე” პლოვდივის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მან სრულად ითამაშა.
ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” პირველ მატჩში დაფიქსირებული ნულოვანი ფრის შემდეგ პოლონურ “რაკოვს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და საკმაოდ მოულოდნელად, დამატებით დროში, 0:1 დამარცხდა. კვარაცხელია ძირითადში იყო და 111-ე წუთზე შეცვალეს.
თემურ ქეცბაიას და გიორგი ლორიას “ანორთოსისმა” “რაპიდი” 2:1 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (2:4) გამარჯვება ავსტრიელებს დარჩათ. ლორიამ სრულად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings