in

ჩაკვეტაძე ისევ MVP გახდა: პასი და მეორე მოგება

ინგლისში ჩაკვეტაძეს და მის გუნდს შესანიშნავი სტარტი აქვს: ზედიზედ მეორე გამარჯვება და 3 გატანილი გოლი მეორე მატჩში, ხოლო ქართველი ზედიზედ მეორე შეხვედრაში MVP გახდა.

“უოტფორდმა“ შინ “სტოკი” დაამარცხა – 3:0.

ჩაკვეტაძის აქტივში საგოლე პასია.საერთო ჯამში კი, ბრწყინვალედ ითამაშა და შეფასებებიც საუკეთესო მიიღო: Flashscore.com – 8.1; Sofascore.com – 8.2; Whoscored 8.2

ჩაკვეტაძე გუნდის შეტევებს ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ უშედეგოდ. თავად ორჯერ სცადა საჯარიმოდან გატანა. მესამე გოლისას, ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.
ჩვენიანი 83-ე წუთზე შეცვალეს.

უოტფორდი – სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)

ორი ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 6 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო ჩაკვეტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

„უოტფორდი“ 24 აგვისტოს „დერბის“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი საუკეთესო იყო, ვალენსიამ ბარსასთან მაინც წააგო

ზურიკოს პასით გაიტანეს, მაგრამ… სენტ ეტიენმა პირველი წააგო