in

ჩაკვეტაძე დაბრუნდა, კარგად ითამაშა, მაგრამ უოტფორდმა კონკურენტთან წააგო

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში დაბრუნდა. მისმა გუნდმა 27-ე ტურში კონკურენტ „მილუოლს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:2.
ასე შეწყდა „უოტფორდის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია – 5 მოგება და 2 ფრე.

ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მუდმივად ცდილობდა გამწვავებას და სახიფათო მომენტების შექმნას.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.

შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.5.

უოტფორდი – მილუოლი 0:2
გოლები: 0:1 აზიზი (70), 0:2 კობერნი (81)

„უოტფორდი“ 41 ქულით ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა და 21 იანვარს „პორტსმუთს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა და ახლოდან ვერ გაიტანა: ვილიარეალმა წააგო

ლოჩოშვილი საუკეთესოა: ნიურნბერგმა დრამაში მოიგო