გიორგი ჩაკვეტაძე “უოტფორდს” დაუბრუნდა და ამხანაგურ მატჩში ლამაზი გოლიც გაიტანა.
ქაღთველის გუნდი სტუმრად პირველი ლიგის “უიკომბს” შეხვდა და 2:3 დამარცხდა, თუმცა მე-14 წუთზე ჩაკვეტაძემ ანგარიში დრიბლინგის შედეგად ეფექტური გოლით გახსნა და ზოგადად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ქართველმა მალე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მეკარესთან პირისპირ ინსი დატოვა, მაგრამ ამან ვერ ისარგებლა.
ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა.
გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენიანი, ევრო 2024-ის გამო, გუნდს გვიან შეუერთდა, კარგ ფიზიკურ ფორმაშია.
„გიორგი ძალიან მომწონს, ჭკვიანია, ალღოს ადვილად უღებს და ბურთს კარგად ფლობს. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ჩაკვეტაძემ გოლებისა და ასისტების რაოდენობა გაზარდოს“, – აღნიშნა მწვრთნელმა.
“უოტფორდი” 3 აგვისტოს შინ “ბრენტფორდს” გაეჯიბრება. 10 აგვისტოს კი ჩემპიონშიფი იწყება და პირველ ტურში სტუმრად “მილუოლს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings