in

ჩაკვეტაძე ბოლო წუთზე შეცვალეს, უოტფორდმა სტუმრად მოიგო

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა თითქმის სრულად, მისმა „უოტფორდმა“ კი 23-ე ტურში სტუმრად „ლესტერი“ დაამარცხა – 2:1.
ქართველი ფეხბურთელი ბოლო წუთზე შეცვალეს.
მან თანაგუნდელები ორჯერ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ვერ ისარგებლეს.

შეფასებები: Whoscored – 6.9, Flashscore – 6.9, Sofascore – 6.5.

Watford FC Season. 2025-26 The Championship
26/12/2025 Pic Alan Cozzi Archive Copyright Alan Cozzi
The King Power Stadium, Leicester
Leicester City v Watford

ლესტერი – უოტფორდი 1:2
გოლები: 1:0 ჯეიმსი (7), 1:1 მაამა (45), 1:2 პოლოკი (65)

„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 5 მატჩში კი დაუმარცხებელია (3 მოგება და 2 ფრე).
23 ტურის შემდეგ გუნდმა 35 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 ქულა აშორებს და 29 დეკემბერს „ნორვიჩს“ შეხვდება ასევე გასვლაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: როგორ შეხვდნენ ფეხბურთელები შობას

საქართველოში საუკეთესო კვარაცხელიაა: სარბიელის გამოკითხვის შედეგები ცნობილია