in

ჩაკვეტაძეს უკეთესი ფეხბურთი უნდა ეთამაშა

„გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ტრავმების გარეშე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა“, – ამის შესახებ Football Talent Scout-ის დამფუძნებელი იაცეკ კულიგი წერს.

ანალიტიკური პორტალის დამფუძნებელი საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერის ფოტოს აქვეყნებს, როდესაც გიორგი „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

„2017 წელს 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა „დინამო თბილისში“ – 26 თამაში, 5 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. მაშინ უდიდესი ტალანტი იყო.

ახლა ჩაკვეტაძე 25 წლისაა და „უოტფორდისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ეს მაღალი დონეა, მაგრამ ტრავმების გარეშე, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო დიდ დონეზე ითამაშებდა“, – წერს Football Talent Scout-ის დამფუძნებელი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გვიმსაჯებს: როგორია კავანას სტატისტიკა

ბარსელონა კვარაზე დღემდე ფიქრობს