გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ლიდერს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და წააგო – 1:2.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
როდესაც „უოტფორდი“ აგებდა, გიორგის ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი მიეცა, პარტნიორისგან მარჯვენა ფრთიდან ბურთი კარის წინ, დაახლოებით ათ მეტრში მიიღო, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მაინც მოიგერია.
ჩაკვეტაძე 90-ჯერ შეეხო ბურთს, პასების სიზუსტე 92 პროცენტი ჰქონდა.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.8.
უოტფორდი – შეფილდ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 ჰამერი (13), 1:1 ნგაკია (20),
1:2 ბრუკსი (53)
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა და მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს ლონდონში „ფულჰემთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings