ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „პლიმუთს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა აიღო – 0:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურობდა.
შეფასებები: sofascore – 7.4, flashscore – 6.9, whoscored – 6.7.
39 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 53 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 აპრილს სტუმრად „ბრისტოლს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings