ინგლისის ჩემპიონშიფის მე-14 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სუონსის“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. მისი შეფასებებია: sofascore – 6.9, whoscored – 6.6, flashscore – 6.6.
სუონსი – უოტფორდი 1:0
გოლი: პირტ-ჰარისი (35)
„უოტფორდს“ 22 ქულა დარჩა და 9 ნოემბერს „ოქსფორდს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings