in

ჩაკვეტაძემ სასწაული გოლით დაიწყო: მსიამოვნებს მისი ყურება

ჩემპიონშიფის პირველ ტურში “უოტფორდმა” სტუმრად “მილუოლი” დაამარცხა – 3:2.

ამაში თავისი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანა, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.

ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 8-ნომრიანი მაისურით პირველად გამოჩნდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და 90+4-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგიმ 2023 წლის 26 დეკემბერს „ბრისტოლთან“ საშინაო მატჩის შემდეგ პირველად გაიტანა.

ანალიტიკურმა საიტებმა ქართველის თამაში ასე შეაფასეს: Whoscored – 7.9, sofascore – 7.7, flashscore – 7.7. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ მასპინძელთა თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა მიიღო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ “უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა:

“მან მოსამზადებელი ეტაპზე და დღეს უმაღლესი კლასი აჩვენა. გიორგის კარგი პერიოდი აქვს. ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშისა და ვარჯიშის ყურება ძალიან მსიამოვნებს.
მთლიანობაშიც ძალიან კარგი იყო. ლამაზი გოლი გაიტანა და ხარისხიანად ითამაშა.
ძალიან მაგრად შეასრულა. მთელი კვირის განმავლობაში საჯარიმო დარტყმებზე ვმუშაობთ”.

მილუოლი – უოტფორდი 2:3
გოლები: 0:1 კაიემბე (22),
0:2 ჩაკვეტაძე (55), 1:2 უიტმორი (74), 2:2 უიტმორი (88), 2:3 რაიოვიჩი (90)

მომდევნო შეხვედრას “უოტფორდი” 13 აგვისტოს შინ ითამაშებს, თასზე მეორე ლიგის “დონსთან”, ხოლო ჩემპიონატის შეხვედრა 17 აგვისტოს უწევს სახლში „სტოკთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ფორტუნას დაუზავდა

მამარდამ ითამაშა და თასიც მოიგო, ზურიკომ საგოლე პასი გააკეთა: იქნება გიორგი ბარსელონასთან?