გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და დამარცხდა – 1:2.
ქართველი ფეხბურთელი ამჯერად ძირითადში ვერ მოხვდა და მოედანზე მხოლოდ მე-60 წუთზე გამოჩნდა. „უოტფორდმა“ სხვაობა ამის შემდეგ შეამცირა.
გიორგის ფეხზე მცირე დისკომფორტი აქვს და სავარაუდოდ ამის გამო არ ყოფილა სრული მატჩი.
შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.2, whoscored – 6.0.
ბრისტოლი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 მაკრორი (24), 2:0 უელსი (29), 2:1 დუმბია (80)
40 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 53 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა პრემიერლიგის პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
8 აპრილს „ჰალს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings