ჩემპიონშიფის 24-ე ტურში „უოტფორდმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს და გასავარდნ ზონაში მყოფ „კარდიფს” უმასპინძლა და მოულოდნელად წააგო – 1:2.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში იყო, ბოლომდე ითამაშა და თავის გამოჩენაც მოახერხა.
ჩვენიანმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან მცველების უყურადღებობით ისარგებლა, ბურთი საჯარიმოში მიიღო, გასწორება მოასწრო და მეკარის საჯარიმოს კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
ეს ჩაკვეტაძის მეორე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში, ამას 4 საგოლე პასიც ემატება.
flashscore-მა და sofascore-მა გიორგის 6.9 დაუწერეს.
უოტფორდი – კარდიფი 1:2
0:1 – რობინსონი, 2. 1:1 – ჩაკვეტაძე, 38. 1:2 – რობინსონი, 42
23 თამაშის შემდეგ “უოტფორდს” (ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა) 37 ქულა დარჩა და ისევ საპლეი-ოფო ზონის მე-6 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას „უოტფორდი“ ზედ ახალ წელს, 1 იანვარს „ქუინზ პარკთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings