გიორგი ჩაკვეტაძემ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ბოლომდე არ დასცალდა – ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
„უოტფორდი“ კი შინ „ქოვენთრის“ დაუზავდა – 1:1.
ჩაკვეტაძეს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა. მეორე ნახევარში კი ყველაზე აქტიური სწორედ ის იყო. 67-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მცველს გაცდა და კარის წინ გახსნილ დელე-ბაშირუს გამოზომილი პასით გოლი გაატანინა.
76-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში გიორგი დაშავდა, მოედანზე დაწვა და, სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ჩაკვეტაძის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 7.3; Sofascore.com – 7.3; Whoscored.com – 7.1.
უოტფორდი – ქოვენტრი 1:1
გოლები: 0:1 სიმსი (4), 1:1 დელე-ბაშირუ (67)
„უოტფორდმა“ 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა.
21 სექტემბერს გასვლაზე „ნორვიჩს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings