in

ჩაკვეს შეცვლამ თამაში მოატრიალა, კვერნაძემ ბებერ ქალბატონთან წაითამაშა – ლეგიონერები

გიორგი კვერნაძემ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა, მისი „ფროზინონე“ კი ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდთან 1:2 დამარცხდა. ქართველი თადამსხმელი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

სამწუხაროდ, სერია B-ში არც ერთ ქართველს არ უთამაშია. „კრემონეზემ“ შინ „მოდენა“ 4:0 დაამარცხა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა, ისევე როგორც ივა გელაშვილი, რომლის „სპეციამ“ გასვლაზე „ჩიტადელასთნ“ 1:4 წააგო.

ასევე სათადარიგოთა სკამზე დარჩა საბა საზონოვი, რომლის „ტორინო“ შინ 1:1 დაუზავდა „უდინეზეს“.

საუდის არაბეთში საბა კვირკველიამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, რომლის „ალ ახდუდმა“ „ალ შაბაბს“ შინ 1:0 მოუგო. ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ჩემპიონშიფის 23-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „ბლექბერნი“ 2:1 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი აგებდა. ამის შემდეგ „უოტფორდი“ ინიციატივას დაეუფლა და გამარჯვებაც მოახერხა.
ჩაკვეტაძის შეფასებებია: Sofascore – 6.5, Flashscore – 6.3, whoscored – 6.2.

შოთა არველაძის „ქარაგუმრუქმა“ თურქეთის ჩემპიონატში „გაზიანთებს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
ეს ქართველი მწვრთნელისთვის ახალ გუნდში ჩატარებული მეორე შეხვედრა იყო. გასვლაზე „გალათასარაისთან“ (0:1) დაძაბულ ბრძოლაში წაგების შემდეგ, „ქარაგუმრუქმა“ არველაძის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უხეშობა თუ სიმულაცია: კვარაცხელიას მოურინიო გაუბრაზდა და მერე ჩაეხუტა – ნაპოლიმ კონკურენტთან წააგო

პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი – იტალიური მედია