საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურისთვის რუმინეთის დაუპირისპირდა და მარცხი მოუვიდა – 11:18.
ჯგუფში ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა რუმინეთი დაემარცხებინა და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრილიყო.
თუმცა თამაში არ წაგვივიდა, მეტოქემ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შანსი თითქმის არ მოუცია. ჩვენებს არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში, რიცხობრივი უპირატესობა ხშირად გვქონდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. რუმინელები კი თავის გასატანს იტანდნენ და სხვაობის შემცირების საშუალება არ გვაძლევდნენ.
ჩვენმა გუნდმა მხოლოდ მე-4 პერიოდში შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.
საქართველო – რუმინეთი 11:18 (1:5, 3:5, 2:3, 5:5)
საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი (2), დადვანი (1), შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), ელაჩა, ძიხწიარენკა, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ვასიჩი (3), პიეშივაცი, კაპანაძე
მიუხედავად ამ წაგებისა, საქართველო ასპარეზობას კვლავ განაგრძობს და მე-9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. 13 იანვარს ჩვენი გუნდი გერმანიას შეხვდება.
მეოთხედფინალში ითამაშებენ:
ესპანეთი – რუმინეთი
იტალია – მონტენეგრო
უნგრეთი – სერბეთი
ხორვატია – საბერძნეთი.
GIPHY App Key not set. Please check settings