წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამომ” მორიგი შეხვედრა გამართა. საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” დეიან სტანოევიჩის გუნდი სერბულ “ნოვი ბელგრადს” დაუპირპისპირდა და ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა.
მოგახსენებთ, რომ “ნოვი ბელგრადი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე რვათა ფინალის მასპინძელია, ამიტომ სერბულ გუნდს პლეი-ოფის საგზური გარანტირებული აქვს. “ნოვი ბელგრადის” რიგებში 5 მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თამაშობდა. სერბების რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ანგელოს ვახოპულოსმა და დუშან ვანდიჩმა. “ნოვი ბელგრადის” რიგებში ასევე ითამაშა საქართველოს ნაკრებისა და “დინამოს” ყოფილმა შემტევმა ნიკა შუშიაშვილმა, რომელმაც ირაკლი რაზმაძის კარის ბადე სამჯერ შეარხია.
თბილისის “დინამოს” რიგებში გოლებით თავი: ანდრია ბითაძემ (2), ვატო დადვანმა (2), დუშან ვასიჩმა (2), მარკო ელაჩამ,რევაზ იმნაიშვილმა და იოვან სარიჩმა გამოიჩინეს.
საბოლოოდ, 8:17 “ნოვი ბელგრადის” სასარგებლოდ.
თბილისის “დინამო” მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს, შინ უნგრული “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings