„ფორმულა 1“-ის ლეგენდის მიხაელ შუმახერის ცოლმა კორინამ ესპანურ კუნძულ მალიორკაზე ქალაქ პორტ დანდრაიჩის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი შეიძინა. გერმანული ჟურნალი Die Bunte წერს, რომ შუმახერები აპირებენ ეს რანჩო (54 ათასი კვ/მ) ზამთრის რეზიდენციად გამოიყენონ.
კორინასა და მიხაელის გარდა აქ ცხოვრებას აპირებენ ავტომბროლელის ქალიშვილი ჯინა და მისი ბოიფრენდი იენ ბეტკე. ეს ორი პროფესიულ დონეზე მონაწილეობს ცხენოსნობის შეჯიბრებებში. კორინაც გატაცებულია ცხენებით.
რანჩოსთან დგას 47 მლნ დოლარის ღირებულების სახლი, რომელიც კორინამ, როგორც ამბობენ, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან იყიდა 2017 წელს.
ამ ახალმა შენაძენმა უნდა დაასრულოს შუმახერების ოჯახის გადასვლა შვეიცარიიდან, სადაც მათ მრავალი წელი გაატარეს. კორინა მიიჩნევს, რომ მალიორკას თბილი კლიმატი უფრო ხელსაყრელი ადგილია მიხაელის მოსავლელად, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და საჯაროდ 2013 წლიდან აღარ ჩნდება.
მოგეხსენებათ, ლეგენდარული ავტომრბოლელმა სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და სასწაულებრივ შეუნარჩუნეს სიცოცხლე.
GIPHY App Key not set. Please check settings