ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ კონკურენტ ვენის „აუსტრიას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი თამაში წააგო – 1:2.
პირველ ტაიმში ოთარ კიტეიშვილის მიერ წამოწყებული შეტევა ჯონსტონმა გოლით დაასრულა და წონასწორობა აღადგინა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.4.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ზალცბურგს“ ქულები დააკარგვინა – 1:1 და ამით „შტურმს“ საქმე გაუკეთა. ქართველი 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
27 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 33 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ „აუსტრიამ“ (30) ჩამორჩენა შეამცირა, „ზალცბურგი“ მესამეზეა (29).
აუსტრია – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 მალონე (40), 1:1 ჯონსტონი (45), 2:1 პრელეცი (61)
„შტურმი“ 27 აპრილს ისევ „აუსტრიას“ შეხვდება, ამჯერად შინ.
GIPHY App Key not set. Please check settings