ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ შინ კონკურენტ „ზალცბურგს“ შეხვდა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
ჩვენიანს თავი გოლით და საგოლე პასით არ გამოუჩენია, მაგრამ ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მაინც იყო და საკმაოდ მაღალი 7.7 შეფასებაც მიიღო.
ოთარი 86-ე წუთზე გაიყვანეს.
შტურმი – ზალცბურგი 5:0
გოლები: 1:0 იალქი (15), 2:0 ბერეტი (30), 3:0 ბერეტი (51), 4:0 ბერეტი (62), აივუ (5:0).
„შტურმმა“ 19 ქულა დააგროვა და 9 ტურის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს შინ “გრაცერთან” ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings