ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. მისი „შტურმი“ საერთო ეტაპის ბოლო, მერვე ტურში, შინ ნორვეგიულ „ბრანს“ შეხვდა და 1:0 მოუგო. ეს გადამწყვეტი გოლი კი ქართველმა ფეხბურთელმა შეაგდო. 85-ე წუთზე მარცხენა ფეხით ეფექტურად დაარტყა და „შტურმს“ მოაგებინა.
გაცილებით ეფექტური იყო “კიტეს” გოლი 56-ე წუთზე, რომელიც არ ჩაითვალა. ეს შეტევაც მან განავითარა და ეფექტური დარტყმითაც დაასრულა, მაგრამ… საგოლე პასის ავტორი რამდენიმე მილიმეტრით იყო წინ მცველზე და გოლი გაუქმდა.
კიტეიშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: Whoscored – 7.7, sofascore – 7.7, flashscore – 7.5.
ოთარის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი და 2 საგოლე პასია.

შტურმი – ბრანი 1:0
გოლი: კიტეიშვილი (85)
„შტურმი“7 ქულით 26-ე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ვერ მოხვდა.
მომდევნო შეხვედრას „შტურმი“ 1ლ თებერვალს ჩაატარებს, ავსტრიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ალტახთან“.



GIPHY App Key not set. Please check settings