ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონატის მე-12 ტურში შინ მდევარ ვენის „რაპიდს“ შეხვდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 1:1.
ჩვენიანი გუნდის კაპიტანი იყო.
„შტურმმა“ მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და კიტეიშვილის წამოწყებული შეტევა ერენჩან იარდიმჩიმ გოლით დაასრულა.
89-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი შეცვალეს და „რაპიდმა“ წონასწორობა ამის შემდეგ აღადგინა, პენალტით.
კიტეიშვილის შეფასებებია: sofascore – 7.5, flashscore – 7.4.
შტურმი – რაპიდი 1:1
გოლები: 1:0 იარიმჩი (82), 1:1 ბელიო (90, პენ)
გაძევება: სანგარე (39, რაპიდი)
„შტურმს“ 26 ქულა აქვს და „რაპიდთან“ სამქულიანი უპირატესობა და ლიდერობა შეინარჩუნა.
მომდევნო შეხვედრა კი 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings