სართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა და კომენტარიც გააკეთა.
ევროპული საქართველო გაირკვა: ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შემადგენლობა დაასახელა
„სამი თვის წინ ჩვენი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო. ბედნიერებაა, რომ ამის საშუალება გვაქვს. თუ ვინმე გამოგვაკლდება, სხვას დავიმატებთ, რადგან უეფაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია.
გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ამაზე საუბარი არასწორი მგონია, ეს ფეხბურთელებისთვის ზედმეტი წნეხია.
არიან თუ არა ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში? რომ დაგეთანხმოთ, ესეც დამატებითი წნეხი იქნება. ფეხბურთი არის შრომა, დისციპლინა და პროფესიონალური მიდგომა. ამ კუთხით მე კმაყოფილი ვარ. მარტის მატჩებამდე შეკრებითაც კმაყოფილი ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც არასოდეს მქონია.
აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ლევან შენგელიამ და გიორგი წიტაიშვილმა მარტში დიდებულად წარმოაჩინეს თავი და ევროპის ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებდნენ, სამივე ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა არ შემეძლო.
კიტეიშილმა ბევრი რამ შეცვალა და მისი ბოლოდროინდელი წარმატება ამის ლოგიკური შედეგია. წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, საჭიროა დიდი და ყოველდღიური შრომა“.
საქართველო მეორე ამხანაგურს აღარ ითამაშებს: ნაკრები ავსტრიაში შეიკრიბება
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად მოხვდა.
პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან ჩაატარებს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში – პორტუგალიას.
GIPHY App Key not set. Please check settings