ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგაში ვიხილოთ. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა “კრასნოდარის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს. არველაძეს რუსული კლუბებიდან შემოთავაზება ადრეც ჰქონდა, მაგრამ მაშინ შოთიმ თქვა, რომ არ იმუშავებს ქვეყანაში, რომელსაც თავისი სამშობლოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.
გეტყვით იმასაც, რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისურ “ჰალ სიტის” თურქი ბიზნესმენი ყიდულობს და ის სწორედ არველაძეს განიხილავს მთავარ მწვრთნელად.
GIPHY App Key not set. Please check settings