in

შოთა შესაძლოა ტრაბზონში დაბრუნდეს: გააჩნია ვინ გახდება პრეზიდენტი

შოთა არველაძე შესაძლოა „ტრაბზონში“ დაბრუნდეს: ამ გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი კლუბში მწვრთნელად დაბრუნდება, ოღონდ საამისოდ ერთი პირობაა – პრეზიდენტად აჰმედ აღაოღლუ უნდა აირჩიონ.
ახალ პრეზიდენტს 25-26 მარტს, კლუბის რიგგარეშე ყრილობაზე აირჩევენ.

თურქეთის მოქმედი ჩემპიონი „ტრაბზონი“ ახლა დიდად ვერ ბრწყინავს, გუნდი მე-6 ადგილზეა. ბოლო მარცხის შემდეგ მწვრთნელმა, აბდულა ავჩიმ თანამდებობა დატოვა.

არველაძესთან ერთად 5 კანდიდატია და მათგან უნდა აირჩიონ ახალი მწვრთნელი.

შოთა არველაძე „ტრაბზონს“ 2015/16 წლებში უკვე წვრთნიდა, თუმცა მხოლოდ 11 მატჩში უხელმძღვანელა და ჩვენიანის ანგარიშზეა 4 მოგება, 2 ფრე და 5 წაგებაა.

შეგახსენებთ, ბოლოს შოთა ინგლისურ „ჰალ სიტიში“ მუშაობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნორვეგია-საქართველო გადაიდო: აქაც პოლიტიკა

ბარსამ ევროპაში რომ გაიბრწყინოს კვარაცხელია სჭირდება: ჩავი ხვიჩას ითხოვს