in

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია – ორი ოქრო და ერთი ვერცხლი

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია. სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველს დღეს ქართველმა ძალოსანმა 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ატაცის დისციპლინაში მიშველიძემ სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა. ქართველმა ჯერ 129, შემდეგ 133 და ბოლოს 136 კილოგრამი დაძლია და პირველ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში მან მდევარ იტალიელ სპორტსმენს 6 კილოგრამით გაუსწრო.

აკვარაში მიშველიძემ პირველ მისვლაზე 154 კილოგრამი ვერ დაძლია. მეორე ცდაზე კი, 155 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. მესამე ცდაზე 162 კილოგრამიანი შტანგაც აიკრა და აკვრაში ვერცხლის მედალი, ორჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში შოთიკომ 298 კგ დააფიქსირა.

ია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კანკავას შემდეგ ჩაკვემაც გაიტანა – გიორგის შედევრი

ტენერიფემ ბასკონია ბრძოლაში დაამარცხა: შერმადინი ისევ MVP-ია