in

შოთა ლონდონში უკრაინისთვის საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს

GLASGOW - March 26 : Rangers Legends v World XI Legends on March 26th at Ibrox Stadium in Glasgow, Scotland. (Photograph by Mark Runnacles)

5 აგვისტო ლონდონში საქველმოქმედო მატჩია, რომელშიც ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ალექსანდრ ზინჩენკოს გუნდები შეხვდებიან და შემოსული თანხა ჩერნიგოვის რეგიონში მდებარე სკოლის რეკონსტრუქციას მოხმარდება.

თამაში „ჩელსის“„სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება, რომლის ორგანიზატორია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფეხბურთი უკრაინისთვის“. ერთ-ერთი დამაარსებელი სწორედ „არსენალის“ ფეხბურთელი ალექსანდრე ზინჩენკოა.

ამის შესახებ ადრეც ვწერდით, ახლა კი იმის გამო გავიხსენეთ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს შოთა არველაძეც. ქართველი ფორვარდი ე.წ. ლურჯ ანუ შევჩენკოს გუნდში იქნება.

ლონდონში უკრაინისთვის საქველმოქმედო მატჩი გაიმართება: ვარსკვლავებს შევჩენკო შეკრებს

ამ გუნდს „ჩელსის“ ქალთა გუნდის მწვრთნელი ემა ჰეისი გაწვრთნის, რომელსაც შეუერთდება „ჩელსის“ ამჟამინდელი თავდამსხმელი მიხაილო მუდრიკი და ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო.

ზინჩენკოს ყვითელ გუნდს „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს.

ყვითელი გუნდი: ალექსანდრე ზინჩენკო (კაპიტანი), იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პატრიკ ბერგერი, პერ მერტეზაკერი, რობერტ პირესი, ჯონ-არნე რიისე, რობი კინი, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ვიეირა, ვეს მორგანი, ჯეკ უილშირი, ევგენი ლევჩენკო, ჟერარ პიკე, ედგარ დავიდსი, ბაკარი სანია.

ლურჯი გუნდი: ანდრეი შევჩენკო (კაპიტანი), მაიკლ ესიენი, რიკარდო კარვალიო, ლუკა ტონი, დიდა, მასიმო ოდდო, ჯანფრანკო ძოლა, კარლო კუდიჩინი, კლოდ მაკელელე, უილიამ გალასი, სამუელ ეტო’ო, მიხაილ მუდრიკი, შოთა არველაძე, კლარენს ზედორფი, ფაბიო კანავარო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულ ევროზე VAR მეოთხედფინალიდან იქნება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ამერიკაში გაიმართება