in

შოთა და გიო ლეგენდების მატჩს ითამაშებენ: ერთი რეინჯერსში, მეორე მსოფლიოში

26 მარტს გლაზგოში საქველმოქმედო მატჩი გაიმართება: „რეინჯერსი“ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს შეხვდება. ეს თამაში ჩვენთვის იმით გახდა საინტერესოა, რომ მასში მონაწილეობას ორი ქართველი მიიღებს – „რეინჯერსის“ ყოფილი მეგოლე შოთა არველაძე და მსოფლიო დონის ტალანტი გიორგი ქინქლაძე.

გიოს გარდა ლეგენდების ნაკრებში ასევე იქნებიან ლუიშ ფიგუ, ნვანკვო კანუ, რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, რობი ფოულერი, იაპ სტამი, ჯო კოული, მაიკლ ესიენი, პოლ სქოულზი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსს“ მეორე ტაიმში შოთა უკაპიტნებს.

“მიხარია, რომ მარტში რეინჯერსის მაისურს კიდევ ერთხელ მოვირგებ, ლეგენდების მატჩში. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მეგობრებთან და ძველ თანაგუნდელებთან შეხვედრა” – დაწერა შოთამ ფეისბუქზე.

შოთა არველაძეს გლაზგოში, ლეგენდების მატჩი უკვე უთამაშია: 2022 წელს, „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილეზე, მაშინ შოთამ ულამაზესი გოლიც გაიტანა.

არველაძე „რეინჯერსში“ 2001-05 წლებში თამაშობდა და 95 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთელი მსოფლიო დაკომპლექტდა: წილისყრა აპრილშია – დარჩა 178 დღე

ნინიაშვილი TOP 14-ის ტურის სიმბოლურშია