ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელიც ტაშკენტის “ფახტაქორიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა, შესაძლოა “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ჰალ სიტის” გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონით თურქი აკუნ ილიჩალია დაინტერესებული. წყაროს მტკიცებით, თურქი კლუბს მალე გადაიფორმებს და იგი ინგლისურ კლუბში შოთა არველაძეს მიიყვანს.
“ჰალ სიტი” 1904 წელს დაარსებული კლუბია. კლუბი შარშან ინგლისის მესამე დივიზიონში ლიგა ერთში გამოდიოდა და ჩემპიონშიპში აღზევდა. მიმდინარე სეზონში, “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილს იკავებს.
გუნდისთვის ველაზე წარმატებული სეზონი 2013/14 წლებში იყო, როდესაც “ვეფხვებმა” პრემიერლიგა მე-16 ადგილზე დაასრულეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ითამაშეს.
48 წლის შოთა არველაძე სხვადასხვა დროს: “კაიზერისპორში”, “ქასიმფაშაში”, “კაისერისპორში” და ტაშკენტის “ფახთაქორში” თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings