in

შოთა არველაძე წლის წიგნის ქომაგია

2023 წლის წიგნის ქომაგის ჯილდო გადაეცა შოთა არველაძეს.
ამის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წერს.

წიგნის ქომაგის ჯილდო შოთა არველაძეს მიენიჭა 2019 წელს, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული საქველმოქმედო პროექტისთვის „ფეხბურთი ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ 150 მოზარდს შესაძლებლობა მიეცა მთელი წლის განმავლობაში მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევარჯიშა; 2022 წელს 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტის იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაგზავნისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრებად; ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემისთვის, რომ საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; 2022 წელს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც მისი მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა და რომლის შედეგადაც საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება მოხდა. შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეზარდათ ხელმისაწვდომობა ახალ და თანამედროვე გამოცემებზე. ასევე სხვა ინიციატივებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, მათთვის განათლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის ხაზგასმას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე მეცის მარგალიტია

8 კაცი, ვინც უნდა ნახო – სიაში 2 ქართველია