არსებობენ დიდი ფეხბურთელები კაცობაში რომ არ უქნია ღმერთს. არსებობენ ცუდი ფეხბურთელები, მაგრამ სულგრძელი ბუნებისანი. იგივე შეიძლება ითქვას მწვრთნელებზეც.
ნუ, ჯერ შოთა არველაძეს დიდ მწვრთნელს ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად მისდამი უღრმესი პატივისცემისა, მაგრამ „ჰალი“ პრემიერ ლიგამდე 1 საფეხურის დისტანციაშია. ჰო, ამაზე სასაუბროდ მთელი წელი გვექნება, ისე კი არველაძე ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და არანაკლებ სულგრძელი პიროვნება რომ არის ესეც კი გეცოდინებათ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მის ახალ ქველმოქმედებას.
„ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება. არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.
მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება” – წერს შოთა საკუთარ გვერდზე.
შოთას წყალობით, მოზარდებს მზესუმზირის რჩევისა და ბირჟის კულტურის ნაცვლად, შეეძლებათ თავი დანტე ალიგიერისა და თეოდორ დოსტოევსკის კითხვით შეიქციონ. ჰო, რატომ უნდა უწევდეს კერძო პირს ამის გაკეთება, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ იქამდე დიდი ქართველის დიდი საქციელით დავტკბეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings