ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ბოლოს ტაშკენტის “ფახთაქორს” წვრთნიდა უზბეკურ მედიას ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. მათ შორის, ერთი საკითხი იმას ეხებოდა, რომ მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს.
” რა თქმა უნდა, მთხოვეს საქართველოს ნაკრების ჩაბარება, მაგრამ ჩემი ნებით უარი ვთქვი ამ წინადადებაზე. მიზეზზე საუბარი არ მსურს. არის რამდენიმე კლუბი, რომლებიც ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ ჯერჯერობით წინადადებებს განვიხილავთ. რით დასრულდება ეს ყველაფერი, დრო გვიჩვენებს. “
შოთის საქართველო-უზბეკეთის მოახლოებულ მატჩზწც კითხეს. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებს სტაბილურობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ არასტაბილურობის გამო, ვერ იტყვის რომ ამ მატჩში საქართველო ფავორიტია.
“მიზეზი, რის გამოც არ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრები უფრო ძლიერია უზბეკეთისაზე, ისაა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდი ვერ ახერხებს სტაბილური თამაშის ჩვენებას. ეს თამაში სასარგებლო იქნება ორივე გუნდისთვის, მაგრამ განსაკუთრებით უზბეკეთის ნაკრებისთვის, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.”
შეგახსენებთ, “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ შოთა არველაძე უგუნდოდაა. თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი შესაძლოა ინგლისურ “ჰალ სიტიში” დაინიშნოს.
GIPHY App Key not set. Please check settings