ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა. არველაძე აღნიშნავს, რომ წინადადებები ნიდერლანდების ერედივიზიონიდან, თურქეთის სუპერლიგიდან და ყატარის ჩემპიონატიდან აქვს.
“ამ ეტაპზე სამი წინადადება მაქვს – ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და ყატარიდან. თურქეთიდან რამდენიმე კლუბი მიწვევს. რომ გითხრათ ყატარში მუშაობა ჩემი ოცნებაა-მეთქი, მოგატყუებთ, ასე ნამდვილად არაა, მაგრამ მომდევნო სამი წელი ყატარის ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ყატარში 25-გუნდიანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და მომავალი მუნდიალი უნდა გაიმართოს”, – ამბობს შოთა არველაძე.
47 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი იყო. გასულ სეზონში ტაშკენტელებმა უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი მოიპოვეს.
ვიდეო: ჟურნალისტური გამოძიება – არველაძეებმა ისევ გაგვახალისეს
12 წლის შემდეგ: შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებული ვერსია გამოვა
GIPHY App Key not set. Please check settings