საქართველოში საფეხბურთო სეზონი Crystalbet ეროვნული ლიგის განმეორებითი პლეი-აუტის მატჩებით დასრულდა. ქუთაისის “ტორპედომ” შინ მარტვილის “მერანს” ორბურთიანი ჰანდიკაპი ამოუქაჩა და 3:0 მოიგო, რითაც ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მარტვილელებმა სამაგილოთო ჟესტი შემოგვთავაზეს. მათ სტადიონის გასახდელი მიალაგეს და დაფაზე წარწერა დატოვეს: “წარმატებებს გისურვებთ – მერანი”.
ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე გამოეხმაურა და მარტვილის “მერანს” საქციელი მოუწონა. ასევე, მან ქუთაისელი გულშემატკივარი შეაქო და აღნიშნა, რომ ამ ქალაქს ახალი, დიდი სტადიონი სჭირდება.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი თამაშის წაგების შემდეგ, როდესაც გუნდი თავის თავში ძალას პოულობს და ამას აკეთებს დასაფასებელია.
რამდენიმე საკითხში ნორმად მივიჩნიეთ, ის რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება. მადლობა და წარმატებები მერანს!
ტორპედოს ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!” – წერს არველაძე სოციალურ ქსელში
GIPHY App Key not set. Please check settings