თბილისის “ლოკომოტივის” პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა არველაძე საფეხბურთო კლუბის ბორდის წევრი გახდა. მაგრამ მხოლოდ ეს არის სიახლე, რაც “რკინგზელებმა” დააანონსეს.
“2025 წლის სეზონის მეორე ნახევარს საფეხბურთო კლუბი “ლოკომიტივი” მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. კლუბში მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიმიჯნა.
ჩამოყალიბდა ბორდი, რომლის წევრთა შორის შოთა არველაძეც იქნება – ქართველი ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი მდიდარი საფეხბურთო და სამენეჯერო საერთაშორისო გამოცდილებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში.
18 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია და აღნიშნული საკითხის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ”, – ვკითხულობთ “ლოკომოტივის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცხადია, შოთა არ მივიდოდა ისეთ კლუბში, რომელსაც ამბიცია არ აქვს და ის, როგორც ბორდის წევრი, ვერ იქნება კმაყოფილი “ლოკომოტივის” ეროვნულ ლიგა 2-ში ყოფნით.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, სერიოზული საკადრო ცვლილებები იქნება გუნდშიც, რომელიც ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტას.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings